ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასები შემცირდა. ერთთვიან პერიოდში კორექციის მაჩვენებელი 2.5%-ს შეადგენს, ხოლო უნცია ოქროს ფასი ამჟამად 2,670 დოლარია.
ძვირფასი მეტალების გაიაფება იმ მოცემულობითაა განპირობებული, რომ ტრამპის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას მსოფლიოს მასშტაბით ომების და კონფლიქტების დასრულება წარმოადგენს, თავად ეს მოცემულობა კი ოქროსა და ვერცხლის ინვესტორებისთვის სასურველი არ არის, რადგან ძვირფასი მეტალების ღირებულებას სწორედ გეოპოლიტიკური რისკების დაგროვება განსაზღვრავს.
მართალია, ერთკვირიან პერიოდში ოქრო გაიაფებულია, თუმცა ერთწლიან პერიოდში მისი ფასი მაინც 33%-ითაა გაზრდილი, ამიტომ ეს ბოლოდროინდელი კლება მინიმალურ კორექციად შეიძლება ჩაითვალოს.
ზოგადად, ინვესტორები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. გარდა ამისა, ოქროს უმსხვილეს შემსყიდველთა შორის არიან ცენტრალური ბანკები და გლობალური საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც ოქრო რეზერვების შესავსებად სჭირდებათ.
ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ოქრო მაშინაც კი ინარჩუნებს თავის ღირებულებას, როდესაც გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად უარესდება და კრიზისის რისკები იზრდება. როცა რისკები იკლებს, ოქროს ფასი მცირდება, რაც ლოგიკური და მოსალოდნელია.
სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…